პროფესიული გამოცდილება, მიღწევები და საგანმანათლებლო საქმიანობა.
თერაპევტ-სტომატოლოგი, ორთოპედ-სტომატოლოგი, სტომატოლოგიური ლაბორატორიისა და ტრენინგ ცენტრის Space 32-ის ხელმძღვანელი.
ექიმი თერაპევტი, ორთოპედი, ქირურგი, 26 წლიანი კერძო პრაქტიკით დატვირთული გამოცდილებით. ამჟამად მიკროსკოპისტი სტომატოლოგი და ენდოდონტისტი- რაც მისი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იგი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და ხშირად ესწრება საერთაშორისო დონის უძლიერესი კლინიცისტების ღონისძიებებს , არის საავტორო კურსის ავტორი და მიუკერძოებელი სპიკერი, რომელიც წლებია კოლეგებს უზიარებს ცოდნას და გამოცდილებას
აკადემიური ხარისხი: MD, PhD. სტომატოლოგი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი.
ექიმი-თერაპევტი, საერთაშორისო კომპანიების GC-სა და EWE-ს ოფიციალური ტრენერი, კურსის „მხატვრული რესტავრაციის საფუძვლები“ სპიკერი. აქვს 8-წლიანი პროფესიული გამოცდილება სტომატოლოგიის სფეროში. აქტიურად არის ჩართული როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე პროფესიულ განათლებაში, სადაც ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია თანამედროვე რესტავრაციული მეთოდები, ესთეტიკური სტომატოლოგია და უწყვეტი პროფესიული განვითარება.
პროფესიული საქმიანობა: ქირურგიული ონკოლოგია, საოჯახო მედიცინა და პირველადი გადაუდებელი მედიცინა. სახელმწიფო სეტიფიკატები: ონკოლოგია და საოჯახო მედიცინა. პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენერი 2003 წლიდან. განათლება: 1995 წელს დავამთავრე თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი.
ძირითადი სპეციალობა, კარდიოლოგია. მეორეული სპეციალობა, ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი. მესამეული სპეციალობა, ფუნქციონალური დიაგნოსტიკა კარდიოლოგიაში. 1994 - 2001 - ქ. თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია. სპეციალობა-ზოგადი პროფილის ექიმი, მკურნალი. 2012 - ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ასტანის სამედიცინო უნივერსიტეტის გადამზადების კურსი. სპეციალობა - კარდიოლოგიაში. 2014 - წელს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ასტანის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმთა გადამზადების კურსი. სპეციალობა- ფუნქციონალურ დიაგნოსტიკაში.
ექიმი ორთოპედ-იმპლანტოლოგი, ქირურგი. სატექნიკო ლაბორატორიული მიმართულება, ციფრული დიზაინერი.
1995-2001 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობა. 2002-2005 ასპირანტურა ქანდაკების სპეციალობა. 2024-დან ქანდაკების მიმართულებაზე მიწვეული პედაგოგი.
ექიმი ენდოკრინოლოგი.
Tgrow-ის დამფუძნებელი, ბიზნეს მრჩეველი, ტრენერი და სპიკერი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა ინდუსტრიაში. მისი პროფესიული გზა აერთიანებს როგორც საუნივერსიტეტო სწავლების, ისე პრაქტიკული მართვის მრავალწლიან გამოცდილებას. როგორც ბიზნეს მრჩეველი, იგი ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს ეხმარება ეფექტური მართვის სისტემების შექმნაში, ძლიერი გუნდების ფორმირებაში, ლიდერული კულტურის განვითარებასა და მდგრადი ზრდის სტრატეგიების ჩამოყალიბებაში.
იურიდიული კომპანია Paichadze & Partners-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. იურისტი, ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით.
Mural და კომიქს არტისტი, 9 წლიანი გამოცდილებით ხელოვნების სფეროში. აქვს საკუთარი საავტორო აკადემიური მხატვრობის ონლაინ კურსი. ასევე თავისი კედლის მხატვრობის ბიზნესით ეხმარება კომპანიებს გახადონ მათი სამუშაო გარემო მომხმარებლისთვის მიმზიდველი და დასამახსოვრებელი. ასევე არის საგანმანათლებლო სტარტაპ Virtual Story-ის თანადამფუძნებელი.
ორთოპედ-სტომატოლოგი, Dental Concept Group-ის ხელმძღვანელი.